"კლუბის გაწვრთნის ინტერესი მაქვს" - იოაჰიმ ლიოვს მადრიდის "რეალს" უკავშირებენ

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა გერმანულ ZDF-თან მადრიდის "რეალში" მის შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, კლუბის გაწვრთნის ინტერესი გააჩნია და არაფერს გამორიცხავს.

"კლუბს რამდენიმე წლის განმავლობაში ვწვრთნიდი და კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ. აუცილებლად მოდის დრო, როდესაც უნდა იფიქრო, რის გაკეთებას აპირებ მომავალში. ჩემი მხრივ, კლუბის გაწვრთნის ინტერესი ჯერ კიდევ მაქვს, გამორიცხული არაფერია", - განაცხადა იოაჰიმ ლიოვმა.

58 წლის სპეციალისტს მადრიდულ გრანდთან ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგაც აკავშირებდნენ, თუმცა მაშინ გერმანელმა მწვრთნელმა ნაკრების დატოვებაზე უარი განაცხადა.

იოაჰიმ ლიოვი გერმანიის
ნაკრებს 2006 წლიდან წვრთნის, რომელთან ერთადაც 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

altლა ლიგა. XV ტური: "რეალმა" "უესკა" დაამარცხა და მე-4 ადგილზე გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული