ჩემპიონი და ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი "ბარსელონა" ვალენსიაში ჩადის, სადაც "სიუტატ დე ვალენსიაზე" "ლევანტეს" ესტუმრება. წლევანდელი "ლევანტე" სულაც არ არის აუტსაიდერობისთვის განწირული გუნდი, 22 ქულით მე-6 ადგილზეა, რომელიც ევროპალიგის საგზურს იძლევა. სამშაბათს "ბარსამ" მისთვის უმოტივაციო მატჩში "ტოტენჰემთან" წაივარჯიშა. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ევროთასების გამო კატალონიელები გადაღლილები არიან.
ამ წყვილის დაპირისპირებაზე კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ წლევანდელი 13 მაისი, როცა "ლევანტემ" შინ "ბარსას"... 5:4 მოუგო! ემანუელ ბოატენგმა ჰეთ თრიკი შეასრულა, ენის
ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი, ლ. სუარესი, დემბელე.
ჩემპიონთა ლიგაზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" საშვილიშვილოდ შერცხვენილ სოლარის გუნდს ამავე სტადიონზე მადრიდული დერბი ელის, ოღონდ, "რაიო ვალეკანოსთან". ფაქტია, სოლარი ვერ შეეფერება "სამეფო კლუბს", გუნდის უახლოეს რეზერვს კი მარტივი ამოცანების გადაწყვეტაც არ შეუძლია, ვარსკვლავები კი საშინელ ფორმაში არიან. "რეალი" 26 ქულით მეოთხეა. ადგილს კიდევ არა უშავს, ქულების რაოდენობა ძალიან მცირეა, თამაშის ხარისხს რომ თავი დავანებოთ.
რეალი (სავარაუდო): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, სებალიოსი - ლ. ვასკესი, ბენზემა, ბეილი
28 ქულით მეორე ადგილზე მყოფი "სევილია" "სანჩეს პისხუანზე" კატალონიურ "ჯირონას" მასპინძლობს, ხოლო ამდენივე ქულით მესამე საფეხურზე მყოფი "ატლეტიკო" სან სებასტიანში "რეალ სოსიედადს" ესტუმრება.
ფაქტები
- ყველაზე მეტი პენალტი ამ სეზონში "ჟირონას" კარში დაინიშნა - 5.
- "ხეტაფეს" ბოლო 20 თამაშიდან 18-ში 2.5 გოლზე ნაკლები დაფიქსირდა.
- "ბარსელონა" ლა ლიგაში ბოლო 38 თამაშიდან 35-ში დაუმარცხებელია, იმ 3-დან 1 სწორედ "ლევანტესთან" დათმო.
- ბოლო 7 ტურიდან 6-ში "ბარსამ" თამაშში სულ მცირე, 2 გოლის გატანა მოახერხა.
- "ლევანტესა" და "ბარსელონას" ბოლო 9 მატჩიდან 8 ვალენსიაში უხვგოლიანი იყო.
- "ლევანტემ" შინ ბოლო 6 ტურიდან 5-ში სულ მცირე, 2 გოლის გატანა შეძლო თამაშში.
- ბოლო 4 დაპირისპირებაა, რაც "რეალი" "რაიო ვალეკანოს" სულ მცირე, 4 (!) გოლს უტანს "სანტიაგო ბერნაბეუზე".
- "რეალმა" შინ ლა ლიგაში ბოლო 8 თამაშიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.
- "ატლეტიკომ" ლა ლიგაში ბოლო 4 საგარეო მატჩი ფრედ ითამაშა.
ლა ლიგა. XVI ტური
პარასკევი, 14 დეკემბერი
სელტა-ლეგანესი 0:0
შაბათი, 15 დეკემბერი
ხეტაფე-სოსიედადი 16:00
ვალიადოლიდი-ატლეტიკო 19:15
რეალი-რაიო ვალეკანო 21:30
ეიბარი-ვალენსია 23:45
კვირა, 16 დეკემბერი
სევილია-ჟირონა 15:00
ესპანიოლი-ბეტისი 19:15
უესკა-ვილიარეალი 21:30
ლევანტე-ბარსელონა 23:45
ორშაბათი, 17 დეკემბერი
ალავესი-ბილბაო 23:59
ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - ლუის სუარესი (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა); 8 - მაქსიმილიანო გომესი (სელტა), ბორხა იგლესიასი (ესპანიოლი), მარტი როხერი (ლევანტე), ანდრე სილვა (სევილია).
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"