"რეალთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ" - რონალდო "ვალიადოლიდში" ვინისიუს ჯუნიორის გადაყვანას აპირებს

AutoSharing Option
"ვალიადოლიდის" პრეზიდენტი, ბრაზილიელი რონალდო კლუბში მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევის, ვინისიუს ჯუნიორის იჯარით აყვანას აპირებს.

როგორც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა Diario AS-ს განუცხადა, ის ფლორენტინო პერესს ბრაზილიელი მოთამაშის შესახებ უკვე ესაუბრა.

"მოლაპარაკება უკვე დაწყებული მაქვს. ჩვენ არ გვაქვს იმდენი ფული, რომ ასეთი დონის მოთამაშეები შევიძინოთ. ამიტომ მისი იჯარის შესახებ "რეალთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. თუ ამის მცირე შანსი მაინც არსებობს, მე ყველაფერს გავაკეთებ, თუმცა ფლორენტინო პერესმა მითხრა, რომ ეს რთული იქნება. "ვალიადოლიდს" 90-წლიანი ისტორია აქვს და ამ ქალაქში მცხოვრები 300 000 ა
დამიანი ამ სპორტით ცხოვრობს და სუნთქავს" - განაცხადა რონალდომ.

რონალდომ კლუბი მიმდინარე სეზონში შეიძინა. "ვალიადოლიდი" ლა ლიგაში მე-11 პოზიციას იკავებს.

altრონალდომ "ვალიადოლიდი" იყიდა და კლუბის პრეზიდენტი გახდა

altცნობილი გახდა, რამდენი გადაიხადა მადრიდის "რეალმა" ვინისუს ჟუნიორში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული