მადრიდის "რეალის" მეკარე ტიბო კურტუამ სეზონის პირველ ნაწილში გაშვებული გოლების რაოდენობით ანტირეკორდი დაამყარა.
26 წლის ბელგიელმა მადრიდული კლუბის მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში 21 გოლი გაუშვა. 18 გოლი კურტუამ ლა ლიგის 13 მატჩში, ხოლო 3 ჩემპიონთა ლიგის 3 შეხვედრაში გაუშვა.
აქამდე კურტუას ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კარიერაში 16 შეხვედრაში 19 გაშვებული გოლი იყო, რომელიც "გენკის" რიგებში 2010/11 წლების სეზონში გაუშვა. "ჩელსიში" მან ორჯერ გაუშვა მსგავს პერიოდში 18 გოლი, ხოლო "ატლეტიკოში" 17.
მიუხედავად ცუდი სტატისტიკისა "რეალის" მეკარე კეილორ ნავასის ნაცვლად ტიბო კურტუაა.
კურტუამ 16 მატჩში 21 გოლი გაუშვა" />ტიბო კურტუამ უკვე 13 გოლი გაუშვა - რითი ჯობია კეილორ ნავასს?
კეილორ ნავასს "რეალიდან" წასვლა და პრემიერლიგაში გადასვლა სურს