"რეალის" ნახევარმცველს მარკო ასენსიოს ტრავმის გამო ერთი თვე გაუცდება.
ადრე იუწყეს, რომ ის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში "ალ აინთან" ვერ მიიღებდა მონაწილეობას, ახლა კი "მარკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერთი თვე მოუწევს ლაზარეთში ყოფნა.
ამ მიზეზით მარკო ვერ ითამაშებს ლა ლიგაზე "ვილიარეალთან", "ბეტისთან", "სოსიედადთან" და "სევილიასთან" და თასზე "ლეგანესთან".
ამ სეზონში ყველა ტურნირზე ასენსიომ 25 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.