მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა მოთამაშე შეიძინა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი ბრაჰიმ დიასი ახალი წლიდან კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს.

"სამეფო კლუბმა" მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევრო გადაიხადა და 6-წლიან კონტრაქტს უფორმებს, მისი წლიური ანაზღაურება თავდაპირველად 3.5 მილიონი ევრო იქნება - იუწყება Marca.

19 წლის მოთამაშე "მალაგას" აღზრდილია და ინგლისურ კლუბში 15 წლის ასაკში გადავიდა.

ბრაჰიმ დიასი ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ ტალანტად ითვლება, მან "მანჩესტერ სიტის" რიგებში მიმდინარე სეზონში მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

altლუკა მოდრიჩმა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული