მადრიდის "რეალის" კაპიტანს სერხიო რამოსს წელს წითელი ბარათი არ მიუღია.
2018 წელს რამოსმა 24 ყვითელი ბარათი მიიღო (16 ესპანეთის ჩემპიონატზე, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 1 მსოფლიოს ჩემპიონატზე, 1 უეფას სუპერთასზე), მაგრამ არც ერთხელ არ გაუძევებიათ.
რამოსი წითელი ბარათების მიღების მხრივ პრიმერას რეკორდსმენია - ის 19-ჯერ გააძევეს. რაც 2005 წელს "რეალში" გადავიდა, 24-ჯერ დაატოვებინეს მოედანი.
ლა ლიგას მიმდინარე გათამაშებაზე სერხიომ 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.