"მუნდო დეპორტივო" ირწმუნება, რომ "რეალს" შეიძლება კვლავ ჟოზე მოურინიო ჩაუდგეს სათავეში.
პორტუგალიელმა შეიძლება გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი შეცვალოს.
გამოცემის მტკიცებით, ასეთ შემთხვევაში ბლანკოსის კაპიტანი სერხიო რამოსი გუნდს დატოვებს.
მას მოურინიოსთან კონფლიქტი ჰქონდა, ამას წინათ კი განაცხადა, რომ ჟოზე უკვე 5 წელია "რეალში" არაა, ჟურნალისტები კი მაინც დაინტერესებულნი არიან მისი პერსონით.
მოურინიო "რეალის" მწვრთნელი 2010-2013 წლებში იყო.