სერხიო რამოსი გამოსწორების გზას დაადგა - წელს წითელი ბარათი არ მიუღია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კაპიტანს სერხიო რამოსს წელს წითელი ბარათი არ მიუღია.

2018 წელს რამოსმა 24 ყვითელი ბარათი მიიღო (16 ესპანეთის ჩემპიონატზე, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 1 მსოფლიოს ჩემპიონატზე, 1 უეფას სუპერთასზე), მაგრამ არც ერთხელ არ გაუძევებიათ.

რამოსი წითელი ბარათების მიღების მხრივ პრიმერას რეკორდსმენია - ის 19-ჯერ გააძევეს. რაც 2005 წელს "რეალში" გადავიდა, 24-ჯერ დაატოვებინეს მოედანი.

ლა ლიგას მიმდინარე გათამაშებაზე სერხიომ 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რამოსი მსოფლიოში პირველი მცველია
გოგა
16:55 31-12-2018
3
გამოსწორების გზას კი არ დაადგა,სიბინძურის ხელოვნება უმაღლეს დონეზე აიყვანა,ისე უხეშობს მოედანზე მყოფი მსაჯები ვერ ამჩნევენ
kote
15:39 31-12-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული