გავრცელებული ცნობები, რომ მეკარე კეილორ ნავასი გუნდს გამოიცვლიდა, სიცრუე აღმოჩნდა.
"მარკას" ცნობით, მან "რეალთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.
ნავასთან მოლაპარაკება კარგა ხანია მიმდინარეობდა და მას ახალი ხელშეკრულების მიხედვით წლიურ გასამრჯელოდ 5 მილიონი ევრო დაუნიშნეს.
როგორც იტყობინებიან, იანვარში ის ბლანკოსს არ დატოვებს.
კეილორმა "რეალში" ტიბო კურტუას გადასვლის შემდეგ დაკარგა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და ამ სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"არსენალი" "რეალს" კეილორ ნავასში 14 მილიონს სთავაზობს
"მადლობა ყველაფრისთვის" - კეილორ ნავასი მადრიდის "რეალის" გულშემატკივარს