10 იანვარს, ესპანეთის თასის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "რეალმა" საკუთარ მოედანზე უპრობლემოდ სძლია "ლეგანესს" 3:0 და პრაქტიკულად გაინღდა მეოთხედფინალის საგზური.
ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 17 იანვარს გაიმართება.
სერხიო რამოსმა კარიერაში მე-100 გოლი გაიტანა: 80 "რეალში", 3 "სევილიაში" და 17 ესპანეთის ნაკრებში.
აღსანიშნავია, რომ "ბერნაბეუზე" მაყურებელთა დასწრება თანდათან კლებულობს, ამ შეხვედრაში სტადიონი მხოლოდ სანახევროდ გაივსო (ამ სეზონში ასე ცოტა მაყურებელი გუნდის მხარდასაჭერად ჯერ არ მისულა) და ეს კლუბის ბიუჯეტს სერიოზულად აზარალებს.
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 44 231 მაყურებელი
რეალი - ლეგანესი 3:0
გოლები: 1:0 სერხიო
რამოსი (44, პენ), 2:0 ლუკას ვასკესი (68), 3:0 ვინისიუსი (77)
რეალი: ნავასი, ოდრიოსოლა, ნაჩო, სერხიო რამოსი, რეგილიონი, ვალვერდე, კაზემირო, სებალიოსი, ლუკას ვასკესი (ისკო 71), ბენზემა (კრისტო 83), ვინისიუსი (დიასი 78)
ლეგანესი: კუელიარი, ბუსტინსა, ტარინა, ციოვასი, ხუანფრანი (არნაისი 78), პერესი, რესიო, გუმბაუ (სილვა 46), ელ ჟარი (ერასო 63), მერინო, ბრაიტვეიტი