ალბა: "ბარსელონამ" უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ჩემთან კონტრაქტის გაგრძელება

AutoSharing Option
მცველმა ჟორდი ალბამ "ბარსელონადან" შესაძლო წასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ჩემს საკითხში არაფერი არ შეცვლილა. კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება და არ ვიცი, ამაზე კლუბი რას ფიქრობს. მე მშვიდად ვარ.

მათ უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ხელშეკრულების გახანგრძლივება. ეს გუნდი მიყვარს და დარჩენა მინდა, მაგრამ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული", - განუცხადა ალბამ "მარკას".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალბას სამსახურით "იუვენტუსია" დაინტერესებული.

ის "ბარსას" ღირსებას 2012 წლიდან იცავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი ფეხბურთელია, რა საკვირველია უნდა დარჩეს, ორი აზრი არ არებობს. რას ყოყმანობენ ვერ გავიგე რა.
ნიკა
19:08 14-01-2019
0
დარჩები რათქმაუნდა :)) შენი ღირსეული შემცვლელი არ ღირსებია ბარსას და თან ერთერთი საუკეთესო ხარ მთელმსოფლიოში შენი გაშვება როგორ შეიძლება ?!
0

სიახლეები პოპულარული