მარკ-ანდრე ტერ შტეგენი: "ბარსელონამ" ყველაფერი უნდა მოიგოს - პრიორიტეტი არ გვაქვს

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-19 ტურში "ეიბართან" ნამატჩევს (3:0) კომენტარი "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გააკეთა.

"ყველაზე მთავარი მაღალ დონეზე თავდაცვაა. ამით ყველას შევებრძოლებით. ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დაცვა.

ლანგლე ძალიან საიმედო იყო, ეს თავად დაინხეთ. მისი თამაში სტაბილურობას გვძენს. მალე უმტიტი ტრავმას მოირჩენს და დაგვიბრუნდება. მისი იმედი გვაქვს.

ბარსელონამ ყველაფერი უნდა მოიგოს - პრიორიტეტი არ გვაქვს".

პრიმერაზე "ბარსელონა" პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს "ატლეტიკოს" 5 ქულით უსწრებს.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ბარსა" "ლიონს" შეხვდება.

კატალონიურმა გუნდმა ესპანეთის თასის პირველი მერვედფინალური შეხვედრა "ლევანტესთან"
1:2 წააგო - საპასუხო თამაში ხუთშაბთს გაიმართება.