"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმ რაფაელ ვან დერ ვაარტმა ნახევარმცველ ისკოზე ისაუბრა, რომელსაც სისტემატურად არ ათამაშებენ და გუნდის მწვრთნელ სანტიაგო სოლარისთან უთანხმოება აქვს.
"პირადად ჩემთვის ის გადასარევი ფეხბურთელია, მსოფლიოში საუკეთესოა. თუმცა, მწვრთნელებთან ყოვეთვის პრობლემები ჰქონდა. თვით ზიდანიც კი არასოდეს არ ენდობოდა 100%-ით. არ მინდა "რეალის" თამაშის ყურება, როდესაც ისკო ძირითად შემადგენლობაში არ არის.
მადრიდში ფეხბურთელებზე გიჟური ზეწოლაა. როდესაც იგებენ, საუკეთესონი არიან, როდესაც აგებენ - ყველაზე უარესები. მე ყველაფერი ეს გადავიტანე".