ლა ლიგა. XX ტურის წინ: მადრიდის "რეალი" კრიზისის პირას

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მეორე წრე "სანტიაგო ბერნაბეუზე" საინტერესო მატჩით იწყება - "რეალი" და "სევილია" ეკვატორს 33-33 ქულით შეხვდნენ. რაც კარგია ანდალუსიური კლუბისთვის, ვერანაირად ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი "სამეფო კლუბისთვის". ამიტომ, სანტიაგო სოლარის ბედი მადრიდულ კლუბში ბეწვზე კიდია.

"რეალმა" ბოლოს სამეფო თასზეც წააგო - "ლეგანესთან" - 0:1, თუმცა მეოთხედფინალში მაინც გავიდა. ეს ამ სეზონში "რეალის" მე-10 მარცხი იყო ყველა შეჯიბრებაში, რაც 1998/99 წლების შემდეგ "სამეფო კლუბს" არ შემთხვევია. როგორც ჩანს, სოლარისაც კარგად ესმის, რა მდგომარეობაშია - "ლეგანესთან" წაგებული მატჩის შემდეგ მისი პრესკონფერენცია სულ
3 წუთსა და 10 წამს გაგრძელდა!

ამ ორი გუნდის მატჩები მუდამ მხიარულად მიმდინარეობს, უამრავი გოლი გადის. მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" უპირატესობა ბოლო მატჩებში უბრალოდ უზარმაზარია, ბოლო შეხვედრა "სევილიამ" მოიგო და თან 3:0. პირველ წრეში "სანჩეს პისხუანზე" სერხიო რამოსსა და კომპანიას "ბართლომეს ღამე" მოუწყეს - ანდრე სილვამ დუბლი შეასრულა, ანგარიში კი ვისამ ბენ იედერმა გახსნა, ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა.

მადრიდელებს კვლავ არ ეყოლებათ ტრავმირებული გარეთ ბეილი, რომელსაც სასტარტოში ბრაზილიელი ვინისიუს ჟუნიორი შეცვლის, თუკი დისკვალიფიკაციას არ გამოუწერენ "ბეტისთან" უგვანო საქციელისთვის. ისკო 11-ეულში არ მოიაზრება, გუნდს უბრუნდება ლუკას ვასკესი.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი - ლ. ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი
სევილია (5-3-2): ვაცლიკი - ხესუს ნავასი, კარისო, კიაერი, ს. გომესი, ესკუდერო - სარაბია, ბანეგა, ფ. ვასკესი - ბენ იედერი, ანდრე სილვა.

სხვა მატჩებში ლიდერი "ბარსელონა" "ლეგანესს" მასპინძლობს, მდევარი "ატლეტიკო" კი აუტსაიდერ "უესკას" სტუმრობს. სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა აქვს "ხეტაფესა" და "ალავესის" დაპირისპირებას. მადრიდელები მე-6 ადგილზე არიან, ბასკები - მეხუთეზე.

ფაქტები
  • "რეალსა" და "სევილიას" შორის ბოლო 12 მატჩი (ყველა ტურნირში) უცილობლად 2.5 გოლზე მეტით სრულდება.
  • "რეალმა" ბოლო 13 საშინაო მატჩიდან "სევილიას" 12 მოუგო (ყველა ტურნირში).
  • "რეალმა" ბოლო 11 საშინაო მატჩში (ყველა ტურნირში) "სევილიას" წინააღმდეგ სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.
  • "სევილიასთან" ბოლო 10 საშინაო მატჩიდან (ყველა ტურნირში) 9-ში მოიგო, როგორც ტაიმი, ისე მატჩი.

ლა ლიგა. XX ტური
პარასკევი, 18 იანვარი
ხეტაფე-ალავესი 4:0
გოლები: 1:0, 4:0 მატა (33. პენ, 88), 2:0, 3:0 მოლინა (46, 55)

შაბათი, 19 იანვარი
რეალი-სევილია 19:15
უესკა-ატლეტიკო 21:30
სელტა-ვალენსია 23:45

კვირა, 20 იანვარი
ბეტისი-ჟირონა 15:00
ვილიარეალი-ბილბაო 19:15
ლევანტე-ვალიადოლიდი 21:30
რაიო ვალეკანო-სოსიედადი 21:30
ბარსელონა-ლეგანესი 23:45

ორშაბათი, 21 იანვარი
ეიბარი-ესპანიოლი 23:59

ბომბარდირები: 17 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ თამაშების ყიდვის ბრალია.
sdfffff
12:00 19-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული