"რეალის" საიტი იტყობინება, რომ მეკარე კეილორ ნავასმა მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო და "სევილიასთან" ვერ ითამაშებს.
ასევე ტრავმირებულია მეკარე ტიბო კურტუა, ხოლო მესამე გოლკიპერი კიკე კასილია "ლიდსში" გადავიდა.
კურტუამ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ თუ მწყობრში ვერ ჩადგა, დღეს ჩემპიონატის მორიგ ტურში "სევილიასთან" დუბლების კიპერი ლუკა ზიდანი ითამაშებს.
კიდევ ერთი მეკარე, უკრაინელი ანდრეი ლუნინი ბლანკოსს "ლეგანესში" ჰყავს განათხოვრებული.