"ბარსელონამ" "აიაქსისგან" 21 წლის ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი 75 მილიონ ევროდ შეიძინა.
"ბარსამ" ფეხბურთელს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
დე იონგი 2019 წლის 1 ივლისამდე "აიაქსში" გააგრძელებს თამაშს.
"აიაქსმა" დამატებით ბონუსების სახით კიდევ 11 მილიონი შეიძლება მიიღოს.
დე იონგმა ჰოლანდიის მიმდინარე ჩემპიონატის 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ესპანური მედია: ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" ფეხბურთელი ხდება
ფრენკი დე იონგის მამა: ჩემი შვილისთვის საუკეთესო ვარიანტი "ბარსელონაა"