ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" წაგებაზე: არ ვნანობ, რომ მესი არ წავიყვანე

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "სევილიასთან" (0:2) ესპანეთის თასის პირველ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით. მეორე ტაიმში ცოტა მოვეშვით. მეტოქემ შესანიშნავ შედეგს მიაღწია. შევეცდებით, მომდევნო შეხვედრაში გავცეთ პასუხი.

ვიფიქრე, რომ ბოატენგი სასტარტო შემადგენლობაში უნდა დამეყენებინა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ადვილი არ ყოფილა, რადგან გუნდში ახლახან მოვიდა.

როცა ცვლილებებს ახორციელებ, რისკს ითვალისწინებ. თუ მოიგებ, გადაწყვეტილება სწორი იყო, თუ წააგებ - არასწორი. გვინდა, ამ დონეზე გავაგრძელოთ გამოსვლა.

- ნანობთ, მესი რომ ბარსელონაში დატოვეთ?
- არ ვნანობ. ასე
უნდა გამეკეთებინა.

alt"ბარსელონა" მესის გარეშე "სევილიასთან" დამარცხდა - შეძლებს ნახევარფინალში გასვლას? [VIDEO]

მომზადებულია El Chiringuito TV-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნანობ და მერე როგორ!
ნონა
10:22 25-01-2019
0

სიახლეები პოპულარული