"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ "სევილიასთან" ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში არ უნდა დამარცხებულიყვნენ (0:2) და ლეო მესის არყოფნა არ ამართლებს მათ წაგებას.
"ლეოს სხვა შეხვედრებშიც არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ შედეგს ვაღწევდით. ეს ჩვენს დამარცხებას არ ამართლებს.
მესის შეუძლია სიტუაციის შეცვლა და იმედია, საპასუხო მატჩში დაგვეხმარება. იანვარი ტრადიციულად ყველაზე რთული თვეა. თასი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემპიონატზე ქულები უნდა დავაგროვოთ.
უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი გვმართებს. ყველაფერს უნდა გავუმკლავდეთ და ამისათვის საკმარისად კარგი შემადგენლობა გვყავს", - ციტირებს სუარესს As-ი.