ასე იცის "ბარსელონამ"! - "ბლაუგრანამ" "სევილია" გაანადგურა VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 იანვარს, ესპანეთის თასის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 6:1 მოუგო "სევილიას" და ნახევარფინალში გავიდა.

პირველი შეხვედრა, რომელშიც თავდამსხმელმა ლეო მესიმ მონაწილეობა არ მიიღო, ანდალუსიურმა გუნდმა 2:0 მოიგო.

"ბარსელონამ" 1/8 ფინალშიც წააგო პირველი თამაში "ლევანტესთან" (1:2), სახლში კი 3:0 დაამარცხა.

"ბარსა" ზედიზედ მეცხრედ გავიდა ესპანეთის თასის ნახევარფინალში - ეს რეკორდია.

მესიმ ესპანეთის თასზე 70 მატჩში 50 გოლი გაიტანა.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 58 050 მაყურებელი
ბარსელონა - სევილია 6:1
გოლები: 1:0 კოუტინიო (13, პენ), 2:0 რაკიტიჩი (31), 3:0 კოუტინიო (53), 4:0 სერხი
რობერტო (54), 4:1 არანა (67), 5:1 სუარესი (89), 6:1 მესი (90+2)
გამოუყენებელი პენალტი: ბანეგა (27)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ძალიან მომწონს კოუტინიოს, მიერ პენალტის შესრულების მანერა, განსაკუთრებით გამოქცევის დროს ახტომა და მერე დარტყმა. ვისაც ჩემმნაირად მოგწონთ გამომეხმაურეთ.
გია1
18:35 31-01-2019
0
ისე ბარსასთვის რო პენალტი მიეცათ, საჯარიმოში ხელით თამაშისთვის სევილიელების მხრიდან, არც ის ერთი ბურთი გავიდოდა რომელიც ამ მომენტის შემდეგ კონტრშეტევაში გავიდა, სანამ ბარსა აპროტესტებდა.
ვოლპსბურგი
18:28 31-01-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული