"რეალმა" ისევ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა - კარიმ ბენზემა "ჟირონასთან" რონალდოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1 თებერვალს, ესპანეთის თასის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში "რეალმა" გასვლაზე "ჟირონა" 3:1 დაამარცხა. ბლანკოსს საკუთარ მოედანზეც ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული (4:2) და ნახევარფინალში გავიდა.

დუბლი კარიმ ბენზემამ შეასრულა, რომელმაც პირველ შეხვედრაშიც გაიტანა გოლი. ბოლო 3 მატჩში მან 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ბენზემა 209 გოლით "სამეფო გუნდის" ისტორიაში მეექვსე ბომბარდირი გახდა. მასზე მეტი გოლი გატანილი აქვთ: რონალდოს (450), რაულს (323), ალფრედო დი სტეფანოს (307), კარლოს სანტილიანას (290) და ფერენც პუშკაშს (242).

ჟირონა. "მონტილივი". 14 158 მაყურებელი.
ჟირონა - რეალი 1:3
გოლები: 0:1 ბენზემა (27),
0:2 ბენზემა (43), 1:2 პორო (71), 1:3 ლორენტე (76)

ნახევარფინალში აგრეთვე "ბარსელონა", "ბეტისი" და "ვალენსია" გავიდნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯერ ცხოვრებაში არასოდეს ესეთი მიკერძოებული საიტი არ მინახავს, არათუ სპორტში, არამედ ზოგადად. ჟურნალისტებს მარტო ბარსელონას გულშემატკივრობის გამო კი ნუ აიყვანთ, ცოტა პროფესიონალიზმი უნდა მოთხოვოთ. თუ ფეხბურთში რაიმე გაგეგებათ ბენზემას სტატისტიკა ნახეთ და მერე დაწერეთ მსგავსი სისულელეები. ძაან არ გამოაქვეყნოთ თქვენც ეს კომენტარი მარა მაინც :))))
superman
15:02 02-02-2019
0
ლევენტეს მცველებს ბურთზე შეხება უტყდებათ, სიმონ?!
კურტ კურტის
17:59 01-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული