"რეალმა" ისევ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა - კარიმ ბენზემა "ჟირონასთან" რონალდოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1 თებერვალს, ესპანეთის თასის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში "რეალმა" გასვლაზე "ჟირონა" 3:1 დაამარცხა. ბლანკოსს საკუთარ მოედანზეც ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული (4:2) და ნახევარფინალში გავიდა.

დუბლი კარიმ ბენზემამ შეასრულა, რომელმაც პირველ შეხვედრაშიც გაიტანა გოლი. ბოლო 3 მატჩში მან 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ბენზემა 209 გოლით "სამეფო გუნდის" ისტორიაში მეექვსე ბომბარდირი გახდა. მასზე მეტი გოლი გატანილი აქვთ: რონალდოს (450), რაულს (323), ალფრედო დი სტეფანოს (307), კარლოს სანტილიანას (290) და ფერენც პუშკაშს (242).

ჟირონა. "მონტილივი". 14 158 მაყურებელი.
ჟირონა - რეალი 1:3
გოლები: 0:1 ბენზემა (27),
0:2 ბენზემა (43), 1:2 პორო (71), 1:3 ლორენტე (76)

ნახევარფინალში აგრეთვე "ბარსელონა", "ბეტისი" და "ვალენსია" გავიდნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯერ ცხოვრებაში არასოდეს ესეთი მიკერძოებული საიტი არ მინახავს, არათუ სპორტში, არამედ ზოგადად. ჟურნალისტებს მარტო ბარსელონას გულშემატკივრობის გამო კი ნუ აიყვანთ, ცოტა პროფესიონალიზმი უნდა მოთხოვოთ. თუ ფეხბურთში რაიმე გაგეგებათ ბენზემას სტატისტიკა ნახეთ და მერე დაწერეთ მსგავსი სისულელეები. ძაან არ გამოაქვეყნოთ თქვენც ეს კომენტარი მარა მაინც :))))
superman
02 თებერვალი 2019 15:02
0
ლევენტეს მცველებს ბურთზე შეხება უტყდებათ, სიმონ?!
კურტ კურტის
01 თებერვალი 2019 17:59
0
ყოჩაღ ბენზემა.ორი გოლი,ერთი ერთი ფრთიდან,მეორე მეორე ფრთიდან,ერთი არჯვენა ფეხით,მეორე მარცხენათი,ორივეჯერ ძალიან ზუსტი დარტყმით და მეკარისათვის მოულიოდნელად.კლასია.რეალი თანდათან გუნდს ემსგავსება,ბიჭებმა ცოტა სული მოითქვეს და ჩემპიონთა ლიგას, ალბათ ძველებური რიხით გააგრძელებენ.
სოსო
01 თებერვალი 2019 11:37
0
კენჭის ყრა როდის არის მეგობრებო ?
T.k
01 თებერვალი 2019 10:15
0
რეალს გასვლაზე მოგებული ქონდა და სტუმრად კიდევ მოიგოო, რაღაც არ გამოდის ხო ეგრე?) გაასწორეთ ჯიგრებო
ნოე
01 თებერვალი 2019 08:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული