"ბარსელონამ" 19 წლის მცველს ჟან-კლერ ტოდიბოს 4.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
თავიდან კლუბები შეთანხმდნენ, რომ ტოდიბო "ბარსაში" ზაფხულში გადავიდოდა, მაგრამ ტრანსფერი ზამთარში შედგა.
ტოდიბო "ტულუზაში" 2018 წლის 3 ნოემრიდან თამაშობდა და ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
მან ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ტოდიბოს "ბარსაში" 6-ნომრიანი მაისურა გადასცეს.
დღეს "ბარსელონამ" აგრეთვე "ატლეტიკო მინეიროს" მცველი ემერსონი შეიძინა და "ბეტისში" გაანათხოვრა.