"რეალმა" "ალავესი" გაანადგურა და "ატლეტიკოს" 2 ქულითღა ჩამორჩება

AutoSharing Option
4 თებერვალს, ლა ლიგას 22-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ალავესს" 3:0 მოუგო.

თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ბოლო 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა. გოლი აგრეთვე შეცვლაზე შესულმა ფორვარდმა მარიანო დიასმა გაიტანა, რომელსაც ტრავმის გამო 2 თვე გაუცდა.

"რეალი" 42 ქულით მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო ლიდერ "ბარსელონას" 8 ქულით.

9 თებერვალს, შემდეგ ტურში ბლანკოსი როხიბლანკოს შეხვდება, იქამდე კი 7 თებერვალს თასზე "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 53 132 მაყურებელი
რეალი - ალავესი 3:0
გოლი: 1:0 ბენზემა (30), 2:0 ვინისიუსი (80), 3:0
მ. დიასი (90+1)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული