ხრისტო სტოიჩკოვი ფილიპე კოუტინიოს ურჩევს არ დატოვოს "ბარსელონა"

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა ხრისტო სტოიჩკოვმა ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს ღია წერილით მიმართა და ურჩია არ წავიდეს გუნდიდან.

"ჩემო ძვირფასო ფილიპე, მინდა შენთვის ამ მძიმე პერიოდში გულწრფელი მხარდაჭერა გამოგიცხადო. თუმცა, შენს მდგომარეობაში ყოფნას და ესპანეთის თასზე "სევილიასთან" დუბლის შესრულებას ბევრი ინატრებდა.

"ბარსელონა" ადვილი კლუბი არაა, თავიდან მეც გამიჭირდა. ვიცი რას ნიშნავს, როდესაც საქმე კარგად არ მიგდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შრომით წარმატებას მიაღწევ, რადგან საამისოდ ყველაფერი გაქვს. შენ ერთ-ერთი საუკეთესო უცხოელი ხარ, რომელსაც ამ გუნდში უთამაშია.

ერთადერთი თამაშით სიამოვნების მიღებაზე უნდა იფიქრო. აგრეთვე
სიამოვნება მიიღე ბრაზილიის ნაკრებში ასპარეზობით. მეც ვცდილობდი ნაკრებში თამაშით სიამოვნება მიმეღო, შემდეგ კი იგივე მივიღე "ბარსელონაში", - ციტირებს სტოიჩკოვს "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხრისტო მართალი ხარ! ფილიპეს ეხლა სჭირდება მაგარი გამხნევება. მაგარი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, რომ თავის სიტყვას იტყვის მოედანზე!!!!
გია1
13:51 05-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული