"რეალი" სრული სვლით - "ატლეტიკო" დაამარცხა და მეორე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 თებერვალს, ლა ლიგას 23-ე ტურში "რეალმა" "ატლეტიკოს" 3:1 სძლია.

"რეალმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, 45 ქულა დააგროვა, "ატლეტიკოს" 1 ქულით გაასწრო, მე-2 ადგილზე გადავიდა და 17 თებერვალს "ჟირონას" უმასპინძლებს.

მსაჯმა ხავიერ ესტრადა ფერნანდესმა ორჯერ გამოიყენა ვიდეოგამეორება: პირველად, როდესაც მასპინძელთა გოლი ჩათვალა და მეორედ, როცა მათ კარში პენალტი დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 10 ფეხბურთელი გააფრთხილა და 1 გააძევა.

სერხიო რამოსმა პირველად კარიერაში გაიტანა სეზონში 11 გოლი.

გარეთ ბეილმა ყველა ტურნირზე "რეალში" მე-100 გოლი გაიტანა.

"ატლეტიკომ" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" პირველ ტაიმში პირველად
გაუშვა 2 გოლი.

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო". 67 752 მაყურებელი
ატლეტიკო - რეალი 1:3
გოლები: 0:1 კაზემირო (16), 1:1 გრიზმანი (25), 1:2 რამოსი (42, პენ), 1:3 ბეილი (74)
გაძევება: პარტეი (80)
მკითხველის კომენტარები / 5 /
რეალი მართლა დაიქოქა და აიაქს მგონია რომ ჰანდიკაპიტ მოიგებს მაგრად მგონია
ფენომენო
23:03 09-02-2019
1
მოდის გონზე რეალი
გოგა
22:34 09-02-2019
1

სიახლეები პოპულარული