ლა ლიგა. XXIV ტურის წინ: ლიგის მერე და ლიგამდე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ბატალია გადატანილ "რეალს" "ჟირონასთან" დაპირისპირება ელის, ხოლო "ბარსელონას", რომელსაც მომავალში ელის ლიგის ჯახი, "ვალიადოლიდთან" მატჩი გენერალური რეპეტიციასავით ექნება...

"კამპ ნოუზე" იმ რონალდოს გუნდი ჩადის, რომელმაც ერთ დროს "ბარსელონაში" გაიბრწყინა, მაგრამ მაინც "რეალთან" ასოცირდება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი რონალდო "ვალიადოლიდის" თანამფლობელია. ერნესტო ვალვერდეს გუნდს ტრავმის გამო არტური, იესპერ სილესენი და რაფინია დააკლდება. სამუელ უმტიტიმ ვარჯიში უკვე განაახლა, თუმცა ჯერ სათანადო ფორმამდე ბევრი უკლია.

"ვალიადოლიდს" ლუისმი ჰყავს ტრავმირებული, საეჭვოა ხორვატი დუიე ჩოპის თამაში. პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება ჯერ კიდევ აგვისტოში
გაიმართა და "ბარსას" მინიმალური გამარჯვებით დასრულდა - მეორე ტაიმში გოლი უსმან დემბელემ გაიტანა, რომელიც ახალი გამოჯანმრთელებულია და შეიძლება, "კამპ ნოუზე" ვიხილოთ.

"ბარსელონა" (სავარაუდო): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტურო ვიდალი - მესი, ლუის სუარესი, დემბელე.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" კატალონიური "ჟირონა" სტუმრობს, რომელმაც სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ახლა გასავარდნ ზონას დაუახლოვდა. იანვარში ეს გუნდები სამეფო თასზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მადრიდელებმა შინ 4:2 მოიგეს, სტუმრად კი - 3:1 და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. აგვისტოში ამ გუნდების პირველი წრის მატჩი "სამეფო კლუბმა" კატალონიაში 4:1 მოიგო.

"რეალი" (სავარაუდო): კურტუა - ოდრიოსოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, სებალიოსი - ლუკას ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი.

ფაქტები
  • "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 37-ში არ წააგო.
  • "ბარსელონამ" "ვალიადოლიდს" ბოლო 10 დაპირისპირებიდან 9 მოუგო (ყველა შეჯიბრება).
  • ლა ლიგის ბოლო 8 საშინაო მატჩში "ბარსელონას" სულ მცირე, 2 გოლი გააქვს.
  • "ბარსელონას" "ვალიადოლიდთან" ბოლო 10 დაპირისპირებიდან 8-ში 2.5 გოლზე მეტი გააქვს.
  • "რეალმა" ლა ლიგის ბოლო 10 ტურიდან 8-ში იმარჯვა.
  • ლა ლიგის ბოლოს 3 ტურში "რეალს" სულ მცირე, 3 გოლი გააქვს.
  • "ჟირონამ" ლა ლიგის ბოლო 4 მატჩში წააგო.

ლა ლიგა. XXIV ტური
პარასკევი, 15 თებერვალი
ეიბარი-ხეტაფე 2:2
გოლები: 0:1 მატა (37), 0:2 ფოლკერი (52), 1:2, 2:2 ჩარლზი (პენ. 67, 80)

შაბათი, 16 თებერვალი
სელტა-ლევანტე 16:00
რაიო ვალეკანო-ატლეტიკო 19:15
სოსიედადი-ლეგანესი 21:30
ბარსელონა-ვალიადოლიდი 23:45

კვირა, 17 თებერვალი
რეალი-ჟირონა 15:00
ვალენსია-ესპანიოლი 19:15
ვილიარეალი-სევილია 21:30
ბეტისი-ალავესი 23:45

ორშაბათი, 18 თებერვალი
უესკა-ბილბაო 23:59

ბომბარდირები: 21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 11 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ვისამ ბენ იედერი (სევილია).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული