როგორც ჰოლანდიელთა კამერუნელი მეკარე ანდრე ონანა აცხადებს, "აიაქსის" კაპიტან მატიას დე ლიხტს კარიერის გაგრძელება "ბარსელონაში" სურს.
"მატიასს, დე იონგის მსგავსად, "ბარსელონაში" გადასვლა სურს. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია" - განაცხადა ონანამ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კამერუნელი მეკარე საკუთარი თანაგუნდელების შესახებ მედიასთან საუბრობს.
რამდენიმე თვის წინ მან აღიარა, რომ ორივე მოთამაშემ მას ბარსელონაში ცხოვრების შესახებ ჰკითხა. ონანა "ბლაუგრანას" აღზრდილია. ის 2010-15 წლებში "ბარსელონას" ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.
კატალონიელების