"ვალიადოლიდის" მწვრთნელი - მესიზე: ჩვენთან ნუ ითამაშებს, სახლში ტახტზე წამოწვეს

AutoSharing Option
"ვალიადოლიდის" მწვრთნელმა სერხიო გონსალესმა 24-ე ტურში "ბარსელონასთან" გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე სიხარულით აღნიშნა, რომ მეტოქე გუნდის ლიდერი ლეო მესი შესაძლოა დაასვენონ.

"იმედია, მესის დაასვენებენ. თუ დასვენება სჭირდება, ვურჩევ სახლში დარჩეს და ტახტზე წამოწვეს. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი ტახტი ექნება. თუ "ბარსას" სხვა ფეხბურთელებიც საჭიროებენ დასვენებას, მათაც მისცენ ამის საშუალება. რა პრობლემაა".

"ბარსელონასა" და "ვალიადოლიდის" მატჩი დღეს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სერხიო! მაგ იმედად იყავი შენ!
გოგი
13:11 16-02-2019
0
ხანდახან იუმორიც საჭიროა
BARCA
09:52 16-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული