ვინისიუსი "რეალისგან" ხელფასის 10 მილიონამდე გაზრდას ითხოვს

AutoSharing Option
"დონ ბალონის" ცნობით, თავდამსხმელი ვინისიუსი "რეალისგან" წლიური ხელფასის 10 მილიონამდე გაზრდას ითხოვს.

18 წლის ფეხბურთელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაახანგრძლივებს კონტრაქტს, თუ გასამრჯელოს მოუმატებენ და ბონუსებსაც გაუზრდიან.

ბრაზილიელი ბლანკოსმა "ფლამენგოსგან" 2018 წელს 61 მილიონ ევროდ შეიძინა, ამ სეზონში კი 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მას "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კაფუმ თქვა, რომ ვინისიუსი რონალდოს კალიბრის ფორვარდი არაა, მაგრამ დიდი პოტენციალის მქონეა და "რეალში" დიდი მომავალი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მართალია,ჯერ გააკეთოს რამე და მერე ილაპარაკოს ფულზე,ისე რეალში რო მოხვდა მეტი გამართლება რა უნდა მაგ !!!!!.
ზაზა
09:38 19-02-2019
1
რა გაი&&ეს თავზე ამ ლაწირაკმა ბავშვებმა :დ დრო იყო ერთი კათხა ლუდის გამო თამაშობდნენ ამათზე ნიჭიერები ;დ 10 მილიონი ბებიაშენისამ ფეხბურთის გარდა სხვა საქმე რო აკეთო მეათასედსაც ვერ იშოვი მაგის
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული