ლა ლიგა. XXV ტურის წინ: "სანჩეს პისხუანზე" "კამპ ნოუს" 1:6 ახსოვთ

AutoSharing Option
ტურის მთავარი მატჩი შაბათს "სანჩეს პისხუანზე" გაიმართება, მე-4 ადგილზე მყოფი "სევილია" ლიდერ "ბარსელონას" მასპინძლობს.

გუნდებს შორის უზარმაზარი სხვაობაა, "ბარსა" 17 ქულით წინაა, მაგრამ ეს დაპირისპირების მნიშვნელობას არ აკნინებს...

"სევილიამ" ევროპალიგაზე პლეი ოფის პირველი მისია წარმატებით შეასრულა, "ლაციო" ორი მატჩის ჯამში (3:0) გააგდო და მერვედფინალშია. აი, საშინაო ასპარეზზე კი პაბლო მაჩინის კრებულს პრობლემები მოეძალა, ლიგის საგზურიც, რომელიც, თითქოს, ცხადი იყო, ისევ საბრძოლველია. ბოლო 6 მატჩში "სევილიამ" მხოლოდ 1 მატჩი მოიგო და ჯამში 4 ქულა მიითვალა, ეს კი აუტსაიდერის ტემპია.

"ბარსას" ჩემპიონთა
ლიგის პლეი ოფის პირველ წრეში ჯერ არ გადაუჭრია პრობლემა, მაგრამ "ლიონთან" ფრის შემდეგ მის ფავორიტობას არაფერი მოჰკლებია. აი, შინაურ სარბიელზე კი ერნესტო ვალვერდეს გუნდს ყველაფერი წესრიგში აქვს, საჩემპიონო რბოლაში "ატლეტიკოს" 7 ქულით უსწრებს, ხოლო "რეალს" - 9 ქულით.

ამ სეზონში "სევილია" და "ბარსელონა" უკვე 4-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - უეფას სუპერთასზე, "ბარსამ" 2:1 მოიგო, პიკესა და დემბელეს გოლების წყალობით. I წრეში, "კამპ ნოუზე" შეხვედრა ოქტომბერში გაიმართა და კატალონიურმა გრანდმა 4:2 მოიგო. მაშინ სტუმართა კარში კოუტინიომ, მესიმ, ლუის სუარესმა და რაკიტიჩმა გაიტანეს.

იანვარში იყო სათასო ბატალიები - "სანჩეს პისხუანზე" მესის არ უთამაშია და "სევილიამ" სენსაციურად მოიგო - 2:0. სარაბიასა და ბენ იედერის გოლებით ფავორიტი ანდალუსიური კლუბი გახდა, მაგრამ "კამპ ნოუზე" მას დიდი გაწბილება ელოდა - 1:6. კოუტინიომ ამჯერად, დუბლი შეასრულა, გოლები რაკიტიჩმა, სერხი რობერტომ, ლუის სუარესმა და მესიმ გაიტანეს.

სავარაუდო შემადგენლობები
სევილია (5-3-2): ვაცლიკი - ხესუს ნავასი, სერხი გომესი, კიაერი, ვიობერი, პრომესი - სარაბია, ბანეგა, ფ. ვასკესი - ბენ იედერი, ანდრე სილვა
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხო რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტურო ვიდალი - მესი, ლუის სუარესი, დემბელე

ამ ტურში ჩემპიონთა ლიგის გმირი "ატლეტიკო" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ვილიარეალს" მასპინძლობს. "რეალი" ვალენსიაში "ლევანტეს" სტუმრობს. არის მცირე მადრიდული დერბიც - "ხეტაფე" "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ. "ვალენსია" მადრიდში "ლეგანესს" ესტუმრება.

ფაქტები
  • ყველა ოფიციალურ შეჯიბრებაში "ბარსელონამ" "სევილიას" 11-დან 9 მატჩი მოუგო.
  • ამ გუნდების ბოლო 10 მატჩიდან 9-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
  • "სევილიასა" და "ბარსელონას" ბოლო 11 დაპირისპირებიდან 10-ში "ბარსელონამ" 2 გოლი მაინც გაიტანა.
  • ლა ლიგაში "ბარსელონას" 12 ტურია, რაც არ წაუგია.

ლა ლიგა. XXV ტური
პარასკევი, 22 თებერვალი
ესპანიოლი-უესკა 1:1
გოლები: 1:0 გრანერო (20), 1:1 ეთეიტა (47)

შაბათი, 23 თებერვალი
ხეტაფე-რაიო ვალეკანო 16:00
სევილია-ბარსელონა 19:15
ალავესი-სელტა 21:30
ბილბაო-ეიბარი 23:45

კვირა, 24 თებერვალი
ლეგანესი-ვალენსია 15:00
ატლეტიკო-ვილიარეალი 19:15
ვალიადოლიდი-ბეტისი 21:30
ლევანტე-რეალი 23:45

ორშაბათი, 25 თებერვალი
ჟირონა-სოსიედადი 23:59

ბომბარდირები: 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 13 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 12 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), შარლესი (ეიბარი); 11 - ვისამ ბენ იედერი (სევილია).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უეფას სუპერთასზე ატლეტიკო რეალი იყო დაბოლილები წერთ?
0
მიდით ბიჭებო აბა თქვენ იცით! გაგვახარეთ.
გია1
12:21 23-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული