ლა ლიგას 25-ე ტურში "რეალმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "ლევანტეს".
პირველი ტიმის დასასრულს კარიმ ბენზემამ" ანგარიში პენალტით გახსნა, მე-60 წუთზე რუბენ როჩინამ საპასუხო გოლი გაიტანა, 78-ე წუთზე კი მსაჯმა იგნასიო იგლესიასმა საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა მასპინძელთა კარში, რომელიც გარეთ ბეილმა გამოიყენა და ბლანკოსმა მოიგო.
"რეალი" 50 ქულით მე-3 ადგილზეა და 2 მარტს "ბარსელონას" უმასპინძლებს, იქამდე კი 28 თებერვალს თასის განმეორებით შეხვედრაში "ბარსას" "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეხვდება.
კარიმ ბენზემამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 20 გოლი გაიტანა. მან ბოლო 10 სეზონიდან 7-ში მინიმუმ 20 გოლი გაიტანა.
"რეალმა" პრიმერაზე ჩატარებული უკანასკნელი 13 მატჩიდან მხოლოდ ერთ შეხვედრაში არ გაუშვა გოლი, რაც უკანასკნელად 38 წლის წინ მოხდა.
ვალენსია. "სიუდადი". 23 018 მაყურებელი
ლევანტე - რეალი 1:2
გოლები: 0:1 ბენზემა (43, პენ), 1:1 მარტი (60), 1:1 ბეილი (78, პენ)
გაძევება: ნაჩო (86), როჩინა (88)
ლევანტე: ფერნანდესი, კაბაკო, ვეზუ, რობერი, სიმონი, როჩინა (დუკური 60), კამპანია, ბარდი (ვულჩევიჩი 89), ლუნა, მარტი (დვამენა 73), მორალესი
რეალი: კურტუა, კარვახალი, ნაჩო, ვარანი, რეგილონი, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (ვალვერდე 69), ვასკესი, ბენზემა (ბეილი 74), ვინისიუსი (ასენსიო 83)