ორი კლასიკოს წინ "რეალმა" "ლევანტე" ორი პენალტით დაამარცხა, რომელთაგან ერთი საეჭვო იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 25-ე ტურში "რეალმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "ლევანტეს".

პირველი ტიმის დასასრულს კარიმ ბენზემამ" ანგარიში პენალტით გახსნა, მე-60 წუთზე რუბენ როჩინამ საპასუხო გოლი გაიტანა, 78-ე წუთზე კი მსაჯმა იგნასიო იგლესიასმა საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა მასპინძელთა კარში, რომელიც გარეთ ბეილმა გამოიყენა და ბლანკოსმა მოიგო.

"რეალი" 50 ქულით მე-3 ადგილზეა და 2 მარტს "ბარსელონას" უმასპინძლებს, იქამდე კი 28 თებერვალს თასის განმეორებით შეხვედრაში "ბარსას" "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეხვდება.

კარიმ ბენზემამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 20 გოლი გაიტანა. მან ბოლო 10 სეზონიდან 7-ში მინიმუმ 20 გოლი
გაიტანა.

"რეალმა" პრიმერაზე ჩატარებული უკანასკნელი 13 მატჩიდან მხოლოდ ერთ შეხვედრაში არ გაუშვა გოლი, რაც უკანასკნელად 38 წლის წინ მოხდა.

ვალენსია. "სიუდადი". 23 018 მაყურებელი
ლევანტე - რეალი 1:2
გოლები: 0:1 ბენზემა (43, პენ), 1:1 მარტი (60), 1:1 ბეილი (78, პენ)
გაძევება: ნაჩო (86), როჩინა (88)

ლევანტე: ფერნანდესი, კაბაკო, ვეზუ, რობერი, სიმონი, როჩინა (დუკური 60), კამპანია, ბარდი (ვულჩევიჩი 89), ლუნა, მარტი (დვამენა 73), მორალესი

რეალი: კურტუა, კარვახალი, ნაჩო, ვარანი, რეგილონი, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (ვალვერდე 69), ვასკესი, ბენზემა (ბეილი 74), ვინისიუსი (ასენსიო 83)
მკითხველის კომენტარები / 7 /
საეჭვო კი არა ის ბურთი უნდა აიღო და სტადიონზე მაყურებლების თვალწინ უნდა შეტენო ერთ ადგილას მას ვინც პენალტის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ისე კლასიკოს წინ რეალისთვის ნაჩუქარი პენალტი კი ვიცი რასაც ნიშნავს
ზვიადი
08:09 25-02-2019
0
რეალი არის გუნდი, რომელიც საეჭვო პენალტებით იგებს თამაშებს და ამაში მსაჯების მაგარი დამსაურებაა.
koba
11:44 25-02-2019
2

სიახლეები პოპულარული