ლა ლიგას 25-ე ტურში "რეალმა" სტუმრად "ლევანტეს" 2:1 2 პენალტით სძლია.
მსაჯის იგნასიო იგლესიასის მიერ 78-ე წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი იყო განსაკუთრებით საეჭვო. ყველა ესპანური გამოცემა აღნიშნავს, რომ არბიტრის გადაწყვეტილება საკამათო გახლდათ.
"მუნდო დეპორტივო" კი წერს, რომ რეფერიმ აშკარა შეცდომა დაუშვა, რადგან დუკურს კაზემირო არ წაუქცევია, იმ მომენტში ბურთი საჯარიმოდან უკვე გატანილი იყო და ბრაზილიელი ოსკარზეა წარსადგენი.
თანაც, პირველი პენალტისგან განსხვავებით იგლესიასმა ვიდეოგამეორების თავად ნახვა არც ისურვა.
კატალონიურმა "სპორტმა" მატჩის მიმოხილვას ასეთი სათაური წარუმძღვარა - "VAR-ი და არბიტრი "რეალს" გამარჯვებაში დაეხმარნენ".