ბეილმა გოლის შემდეგ ვასკესს ხელი აუქნია - ჭირვეული ხასიათის გამო მას "რეალში" ვერ იტანენ

AutoSharing Option
ლა ლიგას 25-ე ტურში "ლევანტესთან" პენალტის გატანის შემდეგ, თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა ლუკას ვასკესისგან მილოცვა არ მიიღო და ხელი აუქნია. საერთოდ, უელსელს თანაგუნდელებთან რთული ურთიერთობა აქვს და მწვრთნელს, სანტიაგო სოლარის იმის გამო არ ემადლიერება, რომ მასზე უფრო ხშირად ვინისიუსსა და ვასკესს ათამაშებს.

გასული წლის ნოემბერში ბლანკოსის ფეხბურთელებმა აღიარეს, რომ ურჩევნიათ ბეილი "მანჩესტერში" გადავიდეს.

მცველი მარსელო ამბობს, რომ გარეთმა "სამეფო გუნდში" 6 წლის თამაშის მანძილზე არ ისწავლა ესპანური, პარტნიორებს სათქმელს მხოლოდ ჟესტებით აგებინებს და ეს მაშინ, როდესაც ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი ინტერვიუებს
ესპანურად იძლევიან.

ის ვერ შეეწყო ესპანელთა ხასიათს, სადაც ჩვენი არ იყოს, გვიან იღვიძებენ, გვიან იძინებენ და შეიძლება ღამე ისადილონ კიდეც. მეკარე კურტუამ აღნიშნა, რომ ბეილი გუნდს რესტორანში არ წაყვა, რადგან 23:00 საათზე უნდა დაიძინოს. ბელგიელის თქმით, უელსელი აბსოლუტურად სხვა მენტალობისაა და ეს პრობლემას უქმნის.

სამაგიეროდ ბეილს გოლფი უყვარს, შეუძლია მთელი დღე ითამაშოს და ამიტომ კურტუამ გოლფისტი დაარქვა და არც ეს არ მოეწონა.

გარეთს მწვრთნელებთანაც უჭირს ურთიერთობა, ზინედინ ზიდანს იმის გამო დაემდურა, რომ ხანდახან ძირითადში არ აყენებდა, კარლო ანჩელოტი კი ამბობს, რომ მისი გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბეილი გახდა.

ყველ ელოდა, რომ რონალდოს წასვლის შემდეგ მის მაგივრობას გარეთი გასწევდა, მაგრამ ამ სეზონში 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც გასულ სეზონში ამ დროის მიხედვით მაჩვენებელს ჩამოუვარდება - 20 მატჩში 16 გოლი და 2 პასი.

ამ დროს კი ბენზემა ათამაშდა და ამბობს, ადრე რონალდოს გულისთვის ვიღწვოდი, ახლა კი ჩემი ჯერი დადგაო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული