"რეალმა" სოლარის შემცვლელების სია ჩამოწერა - სათავეში იურგენ კლოპია

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში წარუმატებელი შედეგების ფონზე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნე "ლივერპულის" მწვრთნელი იურგენ კლოპი იქნება.

The Independent-ის ინფორმაციით, 51 წლის გერმანელის გარდა, მწვრთნელობის კანდიდატების სამკაციან სიაში ასევე "ტოტენჰემის" დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო და "იუვენტუსის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი შედიან.

"მადრიდში არ სურთ ზაფხულამდე სანტიაგო სოლარის გაშვება, შემდეგ კი ახალ მწვრთნელთან ახალი ეპოქის დაწყების იმედი აქვთ.

გამორიცხული არც "სანტიაგო ბერნანეუზე" ჟოზე მოურინიოს დაბრუნებაა, რომელსაც "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან და გენერალურ დირექტორთან ხოსე ანხელ სანჩესთან კარგი ურთიერთობები აქვს, მაგრამ კლუბის ზედა
ეშელონებში თვლიან, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე ამოწურა", - წერს გამოცემა.

altსანტიაგო სოლარი: გულშემატკივრებს ვთხოვ, ზურგი არ გვაქციონ

altრამოსი ვიპ-ლოჟიდან "რეალის" სირცხვილს უყურებდა, მას კი ფილმში იღებდნენ

altდანი კარვახალი: ერთ კვირაში ყველაფერი წავაგეთ - რა "მყრალი" სეზონია

მკითხველის კომენტარები / 2 /
ასე მგონია რომ კლოპი ლევერპულს არ დატოვებს ჯერ :))
1

სიახლეები პოპულარული