ხულენ ლოპეტეგი "რეალისგან" 28 მილიონს ითხოვს

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი კლუბს სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

Onda Cero-ს ცნობით, ბასკი სპეციალისტი კონტრაქტის გაწყვეტისათვის კომპენსაციის სახით 28 მილიონ ევროს ითხოვს.

მას ბლანკოსთან სამწლიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული და სწორედ ეს თანხა უნდა აეღო ამ ხნის განმავლობაში.

ლოპეტეგი 29 ოქტომბერს "ბარსელონასთან" დამარცხების (1:5) შემდეგ მოხსნეს, მის ნაცვლად დანიშნელ სანტიაგო სოლარის კი რამდენიმე მატჩის მოგებისთანავე კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი.

ამის გამო უსაყვედურეს დირექტორთა საბჭოს წევრებმა პერესს, რომ ნაჩქარევ და მოუფიქრებელ ნაბიჯებს დგამს და კლუბს აზარალებს. ამ
დროს კი მას ტრანსფერებზე ფულის დახარჯვა არ უნდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული