"რეალი" პსჟ-ს ნეიმარში 345 მილიონს შესთავაზებს

AutoSharing Option
მძიმე სიტუაციაში მყოფი "რეალი" ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის შეძენას ცდილობს.

"სანის" ცნობით, "რეალი" მზადაა ტრანსფერში პარიზულ კლუბს 345 მილიონი ევრო შესთავაზოს და უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის წარმომადგენლებს.

ბლანკოსი ნეიმარს წლიურ გასამრჯელოდ 44 მილიონ ევროს სთავაზობს და თუ ეს ასე მოხდა, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

საქმე შეიძლება იმანაც გააიოლოს, რომ მადრიდულ და პარიზულ კლუბებს ერთმანეთში კარგი ურთიერთობა აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არაფერი გადასარევი ფეხბურთელი ნეიმარი არაა. ნახევარ სეზონს მინდორზე კოტრიალობს და ნახევარს ისვენებს. მაგარი გაპიარებულია და მაღალი ტრანფერისათვის სჭირდებათ, ფული რომ მოტეხონ რეალის ბოსებმა. თუ მართლა კარგი ფეხბურთელი უნდათ, მბაპე უნდა იყიდონ.
არჩილ
25 მარტი 2019 09:03
0
10 მაგდენი აქვს უკვე ნაშოვნი ამ სეზონზე რეალს ტოტალიზატორებიდან და არაუშავს. მოიყვანეთ ნეიმარი მბამპე და აზარი
გოგა
09 მარტი 2019 17:46
1
ამას კიდევ 345-ი მილიონი უნდა? ხო გაგიჟდა, ისედაც ეს და მამამისი ფულებზე არიან დაგეშილები.
10
09 მარტი 2019 12:10
0
ეს პერესი დაბერდა და სულ........ რა ჯანდაბად უნდა ეს 30 წელს მიტანებული ძალით გაპიარებული სუპერსიმულიანტი, ეს თანხა მბაპეში გადაიხადოს, რომელის 13-15 წელი ითამაშებს კიდევ მაღალ დონეზე, ნეიმარი არა მოურინიო
llcl
09 მარტი 2019 07:42
5
კახაბერ! ყოჩაღ ძალიან კარგი კომენტარია. გიერთდდები.
გია1
09 მარტი 2019 21:25
0
მესის გარეშე , რა დონის *სუპრვარსკვლავიც* არის , კარგად გამოჩნდა !
კახაბერი
09 მარტი 2019 14:51
0
როგორ გახდება ყველაზე მაღალანაზღაურებადი როცა მესის, გადასახადების შემდეგ სუფთა ხელფასი 8.3 მილიონი აქვს?
გელა
09 მარტი 2019 02:42
4
ე ფასები ისე იზდება,რო მალე რაღაცა მეც ვეღირები!
ქუთაისი
08 მარტი 2019 23:49
0

სიახლეები პოპულარული