ნეიმარი: მადრიდის "რეალი" ერთ-ერთი უდიდესი კლუბია... არავინ იცის, რა იქნება მომავალში

AutoSharing Option
პსჟ-ის ვარსკვლავ ნეიმარს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალს". Glovo TV-სთან საუბრისას ბრაზილიელმა მის მომავალზეც ისაუბრა.

"მადრიდის "რეალი" ერთ-ერთი უდიდესი კლუბია მსოფლიოში. მასთან დაკავშირება ნებისმიერ ფეხბურთელს მიიზიდავს. მე მადრიდში თამაშზე არ ვფიქრობ, პარიზში ბედნიერი ვარ, თუმცა ფეხბურთელის ცხოვრება ხანმოკლეა და არავინ იცის, რა იქნება მომავალში. "ბარსელონას" რაც შეეხება, იქ თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც ავისრულე",  - განაცხადა ნეიმარმა.

ბრაზილიელი ვარსკვლავი "ბარსელონას" ღირსებას 2013-დან 2017 წლამდე იცავდა, დღეს კი ფრანგული პსჟ-ის მოთამაშეა.

altნეიმარის მამა: ჩემი შვილის აწმყო და მომავალი პარიზშია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ნეიმარი სხვანაირად ჭიკჭიკებს ამ რეალზე. ერთი კარგი მაგარი აფრენილი, რომ ხარ გეტყობა
????
10:55 05-03-2019
0

სიახლეები პოპულარული