"ბარსელონამ" "რაიო ვალეკანოს" მოუგო და "ატლეტიკო" ისევ 7 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 მარტს, ლა ლიგას 27-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "რაიო ვალეკანო" 3:1 დაამარცხა.

"ბარსელონამ" 63 ქულა დააგროვა, მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 7 ქულით უსწრებს და 17 მარტს სევილიაში "ბეტისს" დაუპირისპირდება, იქამდე კი, 14 მარტს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ლიონს" უმასპინძლებს.

თავდამსხმელმა მესიმ ჩემპიონატზე 26-ე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფ ლუის სუარესს 9 გოლით უსწრებს.

მესიმ პრიმერაზე 443-ე მატჩი ჩაატარა და ანდრეს ინიესტას გადაასწრო. ესპანეთის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი შეხვედრა ხავის აქვს ჩატარებული - 505.

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 74 158 მაყურებელი
ბარსელონა - რაიო ვალეკანო 3:1
გოლები: 0:1 დე ტომასი (24), 1:1 პიკე (39), 2:1 მესი (51, პენ), 3:1 სუარესი 82)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, უმტიტი, სემედო, ვიდალი, ბუსკეტსი (მალკომი 85), კოუტინიო (რაკიტიჩი 80), არტური (დემბელე 46), მესი, სუარესი

რაიო ვალეკანო: დიმიტრიევსკი, ადვინკულა, ამატი (პოცო 64), გალვესი, ველასკესი, იმბულა, მორენო, გარსია (ემბარბა 80), კომესანა, ბებე, დე ტომასი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე საინტერესო იცით რა არის ლეოს 26 გოლი და სუარესის 17 ჯამში 43-ია, ზუსტად იმდენი რაც რეალის მთელი შემადგენლობის მონაგარი ერთად აღებული.
BARCA
17:50 10-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული