ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "აიაქსთან" დამარცხების შემდეგ, პრესამ "რეალის" მეკარე ტიბო კურტუა გააკრიტიკა, რამაც ფეხბურთელის მამის უკმაყოფილება გამოიწვია.
"ვგრძნობ, ყველანი ტიბოს მიმართ უარყოფითად ხართ განწყობილნი, განსაკუთრებით ესპანური და ფლამანდრიული პრესა. როგორც მამას, მე ამის იგნორირება არ შემიძლია.
მეკარე მუდამ კრიტიკის პირველი ობიექტია, ეს სამუშაოს ნაწილია. მართალია თუ არა, ამის უფლებას ვერ წაგართმევთ.
ის მეოთხე გოლის გაშვების შემდეგ ჟურნალისტების სამიზნე გახდა, თუმცა მატჩი კარგად ჩაატარა. ამ ერთადერთ შეცდომას უზარმაზარი რეზონანსი მოჰყვა. მის პირად ცხოვრებასაც ხშირად აშუქებენ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება.