ბეილის აგენტი: რამდენიმე მატჩი შეუცვლელად და ბეილი რონალდოს დონეზე იქნება

AutoSharing Option
ფოტო: as.com

მადრიდის „რეალის“ შემტევის, გარეთ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა საკუთარი კლიენტის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და უელსელის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ბეილს „რეალში“ კარიერის დასრულება სურს, მაგრამ თუ ეს არ გამოვა, ის გაესაუბრება ზიდანს და სეზონის ბოლოს გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ჰქონდათ თუ არა მათ კონფლიქტი? გარეთს სხვანაირად სურდა თამაში, ზიდანი კი სულ სხვას ითხოვდა. ეს პრობლემა დღითი დღე უფრო მწვავდებოდა. თუ გარეთს მისი ფეხბურთის თამაშის საშუალებას მისცემენ, რამდენიმე მატჩის მანძილზე არ გამოცვლიან, ის კრიშტიანო რონალდოს დონეზე იქნება. ბეილი ძალიან ნიჭიერია.

ბეილი ძალიან
მშვიდი ადამიანია. პრესა მასზე საშინელებებს წერდა, თითქოს მას თანაგუნდელებთან ერთად ღამის პირველ საათამდე რესტორანში ყოფნა არ სურდა. პრესამ ამას სამარცხვინო საქციელი უწოდა. წარმოიდგინეთ ინგლისური პრესის რეაქცია, თუ ისინი ფეხბურთელს ღამის პირველ საათზე რესტორანში ნახავენ!

ბეილს ფორმაში ყოფნა და რეჟიმის დაცვა უყვარს. უქმეებზე ის გოლფს თამაშობს - რა, ეს დანაშაულია? პრესა, განსაკუთრებით ინგლისში, მის მიმართ უსამართლოა. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელია. პორტუგალიაში რონალდოს, არგენტინაში - მესის, ბრაზილიაში კი ნეიმარს არასდროს აკრიტიკებენ“, - განაცხადა ბარნეტმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბრილი ძალიან ძლიერია,მაგრამ რამდენიმე თამაში და რონალდოს დონეზე ითამაშებსო,რბილად რომ ვთქვათ,არასერიოზულია.ის პატარა ბიჭი აღარ არის,რომ მკვეთრად მოუმატოს,რონალდოს შედეგებს კი, მხოლოდ მესის შედეგები ეთანადება.აქვე კაპელოსაც შევეხმიანები.კი ბატონო,გენიოსებად იბადებიან,მაგრამ როცა შენ გენიოსების ფარდ დონეზე თამაშობ და ამას შენი შრომით მიაღწიე,ესე იგი შენც გენიოსი ხარ,შრომის გენიოსი და ეს, უფრო დასაფასებლადაც კი მიმაჩნია.
სოსო
12:38 15-03-2019
0
ბეილი ვერასოდეს მივა რონალდოს დონემდე.
Status quo
17:31 15-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული