გამოცემის მტკიცებით, "სამეფო კლუბი" "არისტოკრატებს" ბელგიელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს სთავაზობს.
11 მარტს მადრიდელთა მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნის შემდეგ ბელგიის ნაკრების ლიდერის "რეალში" შესაძლო გადასვლის შესახებ ბევრი იწერება.
თავის მხრივ, აზარის დათმობა არც "ჩელსის" სურს, რადგან კლუბს FIFA-ს სანქცია ემუქრება, რომლის გამოც მომავალი ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, ფეხბურთელის გაფორმებას ვერ შეძლებს.
28 წლის ბელგიელის კონტრაქტი "არისტოკრატებთან" 2020 წელს იწურება და მიმდინარე წლის ზაფხულში მისი არგაყიდვის
ედენ აზარი "ჩელსის" რიგებში 2012 წლიდან თამაშობს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან 13 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფლორენტინო პერესი და ზინედინ ზიდანი - რონალდოს შესაძლო დაბრუნებაზე