ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ბეტისის" ფანებმა ოვაციები გაუმართეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 მარტს, ლა ლიგას 28-ე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "ბეტისს" 4:1 სძლია.

"ბარსას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და მეტოქის გულშემატკივრებმა ოვაციები გაუმართეს.

"ბარსელონამ" 66 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" 10 ქულით გაექცა.

მესიმ "ბარსელონაში" 674-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ანდრეს ინიესტას გაუთანაბრდა - მათზე მეტი მხოლოდ ხავის აქვს ჩატარებული - 767.

მესიმ უკანასკნელ 8 წელიწადში 25 გოლი გაიტანა საჯარიმოდან - "რეალმა" 24.

მესი 29 გოლით ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირია. მან ამ სეზონში ლა ლიგაზე აგრეთვე 12 საგოლე
გადაცემა გააკეთა.

ლუის სუარესმა პრიმერაზე 128 გოლი გაიტანა და დიეგო ფორლანთან ერთად ამ ტურნირზე ურუგვეალებს შორის საუკეთესო ბომბარდირია. ლუისმა 90-ე წუთზე ტრავმა მიიღო და კოუტინიომ შეცვალა.

სევილია. "ვილამარინი". 54 172 მაყურებელი
ბეტისი - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 მესი (18), 0:2 მესი (45), 0:3 სუარესი (63), 1:3 მორონი (82), 1:4 მესი (85)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ყველას,ვისაც ფეხბურთი უყვარს,არ შეიძლება არ დაეფასებინა ეს შედევრები.სხვათა შორის, ბეტისმაც შესანიშნავი გოლი გაიტანა.ძველისძველი დინამოს გულშემატკივრებიც განთქმულნი იყვნენ თავისი ობიექტურობით და ყოველთვის ტაშით უფასებდნენ მეტოქის ფეხბურთელს, კარგ თამაშს.
მესი და სუარესი რომ დიდი ფეხბურთელები არიან,მაგას რაღა ლაპარაკი უნდა,მაგრამ მეორე გოლის ეპიზოდში,ბურთი სუარესს ჰქონდა და წინ რაკიტიჩი ეხსნებოდა,თითქმის მეკარესთან პირისპირ.ამან კი, აიღო და ქუსლით უპასა მესის,რომელსაც ვერ ხედავდა.დავიჯერო ესეც ვარჯიშებზე აქვთ დამუშავებული?
სოსო
18 მარტი 2019 10:52
0
პელე, დადე გვირგვინი!!!!
diego
18 მარტი 2019 20:09
3
იიიი რონალდო თავით უკეთ თამაშობს, იიიიი ლიგაზე ვის აქვს უკეთესი შედეგი იიი.
semi
18 მარტი 2019 10:27
11
სემი. რონალდოც და მესიც ორივენი არიან უძლიერესი ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული თამაშის სტილი. დღეს დღეობით ეს ორი მონსტრი ფეხბურთელები ქმნიან საფეხბურთო ამინდს. ამიტომ ორივეს მოვეპყრათ უდიდესი პატივისცემით, ყოველგვარი სარკაზმების გარეშე.( არ გვინდა გოიმური დანამატები, " იიიიი" ამეების გარეშე ჯობია )
გია1
18 მარტი 2019 17:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული