ლეო მესი: "ბეტისის" გულშემატკივრებს ოვაციებისთვის მადლობას ვუხდი

AutoSharing Option
ლა ლიგას 28-ე ტურში "ბეტისთან" მატჩში (4:1) ჰეთ-თრიკის შემსრულებელ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის მოწინააღმდეგე გუნდის ფანებმა ოვაციები გაუმართეს. ამაზე კომენტარი არგენტინელმა გააკეთა.

"არ მახსოვს, ტაშს მიკრავდნენ თუ არა სხვა სტადიონებზე. მადლობას ვუხდი. ამ გუნდის გულშემატკივრები ყოველთვის კარგად გვექცევიან და უხარიათ ჩვენი გამარჯვება. ეს ძალიან სასიამოვნოა.

მთავარია, მოვიგეთ. "ატლეტიკოს" წაგების შემდეგ ქულების დაკარგვის უფლება არ გვქონდა.

ჩემპიონობა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჯერ არაფერი არაა გადაწყვეტილი", - ციტირებს მესის "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მეტოქის გუნდის გულშემატკივრები, იშვიათად თუ ვინმეს დაუკრავენ ტაშს და გამოუხატავენ მოწონების აღტაცებას სკანდირებით! თითზე ჩამოსათვლელია ესეთი ფეხბურთელები, მაგალითად ინიესტა, რომელსაც ყველგან ოვაციებით ხვდებოდნენ და აცილებდნენ! მაგრამ რაც გააკეთეს ბეტისის ქომაგებმა, მესის შედევრის მერე ეს იყო და იქნება დაუვიწყარი!!!! მადლობა ასეთი დაფასებისათვის, აი ქომაგობაც ასეთი უნდა,
როცა ხედავ მეტოქე გუნდის ფეხბურთელის ლამაზ თამაშს.(მოდი და ნუ დაინახავ მესის ბრწყინვალე თამაშს, თუ მაინცდამაინც ვერ "ხედავ" უბრალოდ თავს იბრმავებ)
გია1
12:17 19-03-2019
0
მე ვოცნებობ თუ თქვენ ოცბებობთ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ???
მერაბ
18:01 18-03-2019
2

სიახლეები პოპულარული