ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ბეტისის" ფანებმა ოვაციები გაუმართეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 მარტს, ლა ლიგას 28-ე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "ბეტისს" 4:1 სძლია.

"ბარსას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და მეტოქის გულშემატკივრებმა ოვაციები გაუმართეს.

"ბარსელონამ" 66 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" 10 ქულით გაექცა.

მესიმ "ბარსელონაში" 674-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ანდრეს ინიესტას გაუთანაბრდა - მათზე მეტი მხოლოდ ხავის აქვს ჩატარებული - 767.

მესიმ უკანასკნელ 8 წელიწადში 25 გოლი გაიტანა საჯარიმოდან - "რეალმა" 24.

მესი 29 გოლით ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირია. მან ამ სეზონში ლა ლიგაზე აგრეთვე 12 საგოლე
გადაცემა გააკეთა.

ლუის სუარესმა პრიმერაზე 128 გოლი გაიტანა და დიეგო ფორლანთან ერთად ამ ტურნირზე ურუგვეალებს შორის საუკეთესო ბომბარდირია. ლუისმა 90-ე წუთზე ტრავმა მიიღო და კოუტინიომ შეცვალა.

სევილია. "ვილამარინი". 54 172 მაყურებელი
ბეტისი - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 მესი (18), 0:2 მესი (45), 0:3 სუარესი (63), 1:3 მორონი (82), 1:4 მესი (85)

მკითხველის კომენტარები / 17 /
Ra davcero agar vici . Uyret da datkbit sanam messi karieras daasrulebs
Emigranti
18 მარტი 2019 02:20
0
ლეო ისე რბილად აგდებს გოლებს კარში, რომ თვითონ მეკარეებიც ვერ ხვდებიან როგორ აკეთებს ამ ყველაფერს. ნუ საჯარიმოეხზე რა ვთქვა უმაღლესი დონის შესრულებაა, როგორც ყოველთვის. გენაცვალე ლეო სპექტაკლებისთვის. ლუის სუარესაც ჩვენი მოწონება.
გოგი
18 მარტი 2019 09:44
0
ვინმეს კიდე დარჩა იმის ეჭვი რომ ვინაა საუკეთრესო? უყურეთ და ისიამოვნეთ ფეხბურთით სანამ მესი თამაშობს საუკეთესოა მესიი
nikusha
18 მარტი 2019 07:44
2
ეს იყო სპექტაკლი მესის და სუარესის მონაწილეობით.
BARCA CHAMPION
18 მარტი 2019 09:20
0
ამას რა უნდა მოუხერხონ სმოლინგმა და ლინდელოპმა არ ვიცი...
ave
18 მარტი 2019 04:41
0
ამბობენ მჯობზე მჯობი არ დაილევაო მაგრამ არამგონია მესის ნაირი ფეხბურთელი კიდე დაიბადოს როდისმე, მესი გენიოსია.
beso
18 მარტი 2019 15:27
3
ნეტა ეხლა პენალდოს სახე დამანახა.დ.დ. მერე იუნაიტედის პანების.დ.დ.
barsa
18 მარტი 2019 01:51
1
შენ ვინ დაგანახებს
წიტაიშვილს უყურე ლანჩხუთის სტადიონზე
margveli
18 მარტი 2019 10:00
0
უბრალოდ დატკბით და ისიამოვნეთ
LEO MESSI
18 მარტი 2019 13:28
0
Tituuuuuu gijiaa es chemisaa
Qartveli
18 მარტი 2019 02:03
0
საერთოდ რას ვაკვირდები იცით? ბარსა როცა ტრადიციული ფორმით გამოდის მინდორზე უმეტეს თამაშებს იგებენ. ამიტომ არ უნდა სხვა ფორმით ჩანაცვლება. მე პირადად კარგად მაქვს დაცდილი. ბარსას ქომაგებო, თქვენ რას ფიქრობთ? მოგებას გილოცავთ ბარსენელებო.
ნონა
18 მარტი 2019 11:24
0
თქვენ რო ტრადიციულს უწოდებთ, ეს ბარსას საშინაო ფორმაა და უფრო ხშირად იმიტომ იგებს რადგან სახლში აცვია მუდამ, შესაბამისად სახლში მასპინძელი ყოველთვის უკეთესად გამოდის.
თუმცა არის შემთხვევები როცა სტუმრად თამაშის დროს მეტოქეს იმდენად განსხვავებული ფორმა აქვს რო ეს არ უშლის ხელს მაყურებელს მეტოქეების გარჩევაში. და ბარსაც საშინაო ფორმით ასპარეზობს. მაგალითად ეიბართან ასე ვერ შეძლებს რადგან მათი ფორმა ზუსტად იმეორებს ბარსელონას ფერებს. საერთოდ ფორმას ირჩევს მასპინძელი და სტუმარმა კარდინალურად განსხვავებული ფორმა უნდა გამოიყენოს ამიტომაც აქვს ბარსას გასვლაზე საერთოდ განსხვავებული ფერი საგარეო თამაშებისთვის. ყვითელი, ციფერი და ხანდახან რაღაც შვინდიფერის მსგავსი.
პატ. ნონას
18 მარტი 2019 16:39
0
უკაცრავად, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. ბევრი გუნდები ვიცი, რომლებიც თავიანთი ფორმით გამოდიან შინ თუ სტუმრად. ბარსაზე, კი რამის ყოველ კვირა ატარებენ ექსპერიმენტებს თუ რომელი ფორმა ჩააცვან. მე ისევ ჩემს აზზრზე ვრჩები, რომ არ უნდა შეუცვალონ ბარსას ფეხბურთელებს, ესეთი ლამაზი შეფერილობის ფორმები, რომელიც თვითონ ფეხბურთელებს ძალიან უხდებათ! ბარსას გულშემატკივარი.
ნონა
18 მარტი 2019 17:29
1

სიახლეები პოპულარული