იკერ კასილასი: ესპანეთის ნაკრებში თამაშის დიდი სურვილი მაქვს, რატომაც არა?

AutoSharing Option
"პორტუს" მეკარე იკერ კასილასი იმედს არ კარგავს, რომ ესპანეთის ეროვნულ გუნდში დაბრუნდება.

37 წლის ფეხბურთელი Goal.com-თან საუბრისას იმასაც ამბობს, რომ გაუხარდება, თუ ლა ლიგაში დაბრუნებას მოახერხებს.

"გამიმართლა, რომ ლა ლიგაში ამდენი ხანი დავყავი. ის, რაც "რეალთან" ერთად გავაკეთე, შესანიშნავია. მადრიდი წარსულია, თუმცა ლა ლიგაში დაბრუნება კარგი იქნებოდა.

ეროვნული გუნდის თემა კი დახურული არ არის, სხვა თანამემამულეებისგან განსახვავებით, სანაკრებო კარიერა არ დამისრულებია. მეკარეების შემთხვევაში სხვანაირად ხდება, თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ. "ფურია როხაში" თამაშის დიდი სურვილი მაქვს, რატომაც არა? მაგალითად, ხესუს
ნავასმა აჩვენა, რომ ეროვნულ გუნდში თამაში კვლავ შეუძლია და ეს ძალიან მახარებს", - განაცხადა იკერ კასილასმა.

მადრიდის "რეალის" ყოფილ კაპიტანს ესპანეთის ეროვნული გუნდის რიგებში 167 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან "ფურია როხასთან" ერთად ერთხელ მსოფლიო და ორჯერ ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

altიკერ კასილასი: ტერ შტეგენი და იან ობლაკი მსოფლიოს საუკეთესოები არიან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული