"ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის თაობაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.
გუშინ "მარკამ" იუწყა, რომ "ბარსელონა" მის შეძენას არ აპირებს, დღეს კი "მუნდო დეპორტივო" საპირისპიროს ამტკიცებს: ფეხბურთელს "ბარსაში" გადასვლა სურს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ზაფხულში გრიზმანის კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 120 მილიონ ევრომდე შემცირდება და ტოპ-კლუბების სამიზნე გახდება.
ანტუანი 2018 წლის ზაფხულში აპირებდა "ბარსელონაში" გადასვლას, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა და ახლა ამას ნანობს, რადგან ხვდება, რომ როხიბლანკოში კარიერული წარმატების შესაძლებლობა ნაკლებად აქვს.
ანტუანის შეძენის სურვილი აგრეთვე პსჟ-ს აქვს.