ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის ზაფხულში შეძენას გეგმავს.
თუმცა, "მარკა" ამტკიცებს, რომ "ბარსა" 27 წლის ფრანგის სამსახურით დაინტერესებული არაა.
კატალონიური კლუბი უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატებას აპირებს. პრიორიტეტული ვარიანტებია - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი), ტიმო ვერნერი (ლეიპციგი) და მაკსი გომესი (სელტა).
თანაც, ბლაუგრანას ხელმძღვანელები უკმაყოფილოები დარჩნენ იმის გამო, რომ შარშან ანტუანმა მათ გუნდში გადასვლაზე უარი თქვა. მისი ტრანსფერის წინააღმდეგია "ბარსას" ზოგიერთი ლიდერი.

გრიზმანი "ატლეტიკოში" 2014 წლიდან თამაშობს და 248 მატჩში 130 გოლი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა გააკეთა,
მადრიდულ კლუბთან კი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.