მის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ - გრიზმანმა ზაფხულში შესაძლოა, "ატლეტიკო" დატოვოს

AutoSharing Option
Relevo-ს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "ატლეტიკო" შესაძლოა, გუნდის 33 წლის შემტევმა ანტუან გრიზმანმა დატოვოს.

ფრანგს ოჯახური მიზეზების გამო კარიერის გაგრძელება MLS-ში სურს და კლუბი ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს, რის გამოც ტრანსფერს არ დაბლოკავს.

გავრცელებული ინფორმაციით, გრიზმანი "ლოს ანჟელესთან" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომლის ღირსებასაც ოლივიე ჟირუ და უგო ლორისი უკვე იცავენ.

მიმდინარე ლა ლიგაში გრიზმანმა 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული